LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტო ცხელი და ნაკლებნალექიანი იქნება – სინოპტიკოსები მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ

72

აგვისტოს თვე ცხელი და ნაკლებნალექიანი იქნება – ამის შესახებ „ფორტუნას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აგვისტოს თვეში დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთ საქართველოში კი საშუალო ტემპერატურა 39 გრადუსი იქნება.

„აგვისტოს თვეში ჰაერის ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე 1 გრადუსით მეტი იქნება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ნალექი კი, სავარაუდოდ, კლიმატურ ნორმაზე ცოტა დაბალი იქნება. თუმცა ეს პროგნოზი აგვისტოს თვის დასაგეგმად არ ივარგებს, ტემპერატურა ყოველთვის ზუსტდება 10 დღის, ერთი კვირის და 3 დღის პროგნოზებით,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ სვეტლანა ნიორაძე.

26-დან 30 ივლისის ჩათვლით კი საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, თუმცა ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსამდე აიწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g