LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ არის ელექტრომობილები ისეთი პოპულარული როგორიც უნდა იყოს

73
electromob

საავტომობილო ზეთების მწარმოებელმა კომპანია Castrol–მა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, თუ რატომ არ გახდა ელექტრომობილი პოპულარული. კვლევაში 10 ათასზე მეტი რესპოდენტი მონაწილებდა და გამოვლინდა რამდენიმე ფაქტორი, რომლის გადალახვაც ელექტრონიკაზე მოთხოვნას გაზრდის.

კვლევაში სხვადასხვა საავტომობილო ბრენდების მმართველები და სფეროს სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. უმრავლესობის აზრით, ელექტრომობილების მასიურად მოხმარებას ხელს ფასი უშლის. გამოკითხულთა 63% დარწმუნებულია, რომ ამჟამად ელ–მობილების ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი და იდეალური ვარიანტი 36 ათასი დოლარი იქნებოდა.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი – დამუხტვის დროა. საქმე ისაა, რომ ავტომფლობელებს მაქსიმუმ 31 წუთის მოთმენა შეუძლიათ, ანუ ზუსტად იმდენის რამდენი ხანიც ლანჩი გრძელდება. რაც შეეხება სვლის მარაგს, რესპოდენტთა უმრავლესობის აზრით იდეალური 469 კილომეტრი იქნებოდა. ასეთი მაჩვენებლით კი მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელი თუ დაიკვეხნის – Tesla, Volkswagen, Rivian და Lucid.

ელ–ქარების მასობრივად გავრცელებას ხელს უშლის ასევე დასამუხტი სადგურების სიმცირეც. გამოკითხულთა 70%–ს სურს, რომ სადგური სახლთან ახლოს ქონდეს, რათა შორს წასვლა არ დასჭირდეს.

და ბოლოს, როგორც კვლევამ აჩვენა მყიდველთა ნაწილი ელექტროქარზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუკი მათ საყვარელ მოდელს ელექტრონული ვარიაცია გაუჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g