LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსასამრთლოსთვის წარსადგენი კანდიდატების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

140

მთავრობამ ევროსასამართლოს საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატი 31 აგვისტომდე უნდა წარუდგინოს. მანამდე კი კომისიამ კანდიდატების შესარჩევი  პროცედურა უნდა დაიწყოს და მთავრობას 5 კანდიდატურა შესთავაზოს, საიდანაც  უკვე 2 კანდიდატურა შეირჩევა.

კანდიდატების შესარჩევად სათანადო დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა, სააც გაწერილია, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ კანდიდატები.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის 5  კანდიდატს საგანგებოდ შექმნილი სამთავრობო კომისია შეარჩევს და მთავრობას წარუდგენს, საიდანც მოხდება 2 კანდიდატის შერჩევა და ევროსასამართლოსთვის შეთავაზება. ამ ორს დაემატება  ლადო ჭანტურია, რომელიც ევროსასამართლომ ბოლო წარდგენისას არ დაიწუნა და კანიდატებს შორის დატოვა.

მთავრობამ წარდგენილი 5 კანდიდატიდან შეარჩევს ნებისმიერ 2 კანდიდატს, რომელთაგან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის ან ორივე უნდა იყოს ქალი.

შერჩევისთვის ბოლო ვადად მიმდინარე წლის 31 აგვისტოა განსაზღვრული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g