LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძემ თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა – სია

98
1

თბილსის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა.

ათი რაიონის გამგებლობის კანდიდატიდან, ექვსი აქამდე მოქმედი გამგებელია, ოთხი კი თანამდებობად პირველად დაიკავებს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხვალ ის და მისი გუნდის წევრები თბილისის საკრებულოს წინაშე წარდგებიან და საკრებულოს მხრიდან კანდიდატების დამტკიცების შემდეგ, საქმის კეთებას სრული მასშტაბით შეუდგებიან:

“ჩვენი მთავარი დაპირება და საარჩევნო სლოგანი იყო “მეტი სიცოცხლე ყველა უბანში”. შესაბამისად, გამგებლების როლი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. გამგებლებს, რომლებსაც დღეს წარვუდგენთ საზოგადოებას, თბილისელების და პირადად ჩემი, როგორც თბილისის მთავრობის ხელმძღვანელის წინაშე აკისრიათ დიდი პასუხისმგებლობა.

◼ საბურთალო – გაიოზ ვასაძე;

◼ თაწმინდა – დავით კირკიტაძე;

◼ კრწანისი – ბექა მიქაუტაძე;

◼ ვაკე – დავით კვინიკაძე;

◼ გლდანი- ლევან ნაროუშვილი;

◼ სამგორი – კახა სამხარაძე;

◼ ჩუღურეთში წარმოგიდგენთ დავით უთმელიძეს, რომელიც საკრებულოში წარმოადგენდა ჩვენს გუნდს, გახლდათ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე და ამ გამოცდილებით უერთდება თბილისის მთავრობას და ჩუღურეთის რაიონს.

◼ დიდუბეში ახალი გამგებელი იქნება ასევე წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, დიდუბის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე, რომელიც ძალიან დიდი ხანია, ამ რაიონს ემსახურება, კარგად იცნობს რაიონისა და აქ მცხოვრები ადამიანების პრობლემებს.

◼ ისანში წარმოგიდგენთ ნიკოლოზ ელისაშვილს, რომელიც დიდი ხანია გამგეობაში მუშაობს და ზედმიწევნით კარგად იცის, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ ისანი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ამ რაიონში მეტი სიცოცხლე შევიდეს.

◼ ნაძალადევში ახალი გამგებელი იქნება ირაკლი ანდღულაძე, რომელიც გამგებლის მოადგილის პოზიციაზე ემსახურებოდა ამ რაიონს და ახლა უკვე გამგებლის პოზიციიდან მოახმარს საკუთარ გამოცდილებას ნაძალადევის რაიონის განვითარებას.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ გამგებლები მასთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველა უბანში მეტი სიცოცხლე შეიტანონ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები