LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“50-მდე ბავშვს სკოლაში სიცხე დაუფიქსირდა” – რამდენმა მშობელმა არჩია ბავშვის დისტანციურ სწავლებაზე დატოვება

831
BeFunky-collage (5)

გუშინ, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 50-მდე ბავშვს, სკოლაში სიცხე დაუფიქსირდა, რის გამოც, ისინი სასწავლო პროცესს დროებით ჩამოშორდნენ – ამის შესახებ განათალების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ეს ციფრები საგანგაშო არ არის.

„ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ვცვლით ინფორმაციას და ვაკვირდებით დინამიკას, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები. სკოლის შენობაში შესვლისას როგორც მასწავლებლებზე, ასევე მოსწავლეებზე ხდება სიცხის გაზომვა. თუ რომელიმე პირს სიცხე დაუფიქსირდება, ისინი გარკვეული პერიოდით ავტომატურად დატოვებენ სკოლას  ან გადავლენ სხვა სივრცეში, სანამ მეორედ მოხდება სიცხის გადამოწმება.  

ამისთვის, ყველა საჯარო სკოლაში უკვე არსებობს საიზოლაციო ოთახი, სადაც დამრიგებელს გადაჰყავს მოსწავლეები და ხდება მშობლის ინფორმირება. ამასთან ერთად, პროტოკოლის თანახმად, მშობელმა უნდა მიმართოს პოლიკლინიკის ექიმს და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს 112-ს“ – აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ გუშინდელი მონაცემებით, სწავლის დისტანციურ რეჟმზე დარჩენის მოთხოვნით, განათლების სამინისტროს 5 200 მშობელმა უკვე მიმართა.

რომელ სკოლებში დაწესდება შეზღუდვები – განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

 

პოპულარულები