ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი არჩევნების ჩატარების საკითხზე განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, 70-მა ქვეყანამ გადადო არჩევნები, მაგრამ ჩვენთან ჩატარდება აუცილებლად.
"კორონავირუსით სიკვდილობის მაჩვენებელი უახლოვდება გრიპის დროს გარდაცვალების მაჩვენებელს" - თენგიზ ცერცვაძე
რა განმარტებებს აკეთებს ცერცვაძე
„რაღაც უნდა მოვიკლოთ, რაღაც შეზღუდვებზე უნდა წავიდეთ. მთელი მსოფლიო მიდის ამაზე. ხომ ხედავთ რა ხდება? ტოკიოს ოლიმპიადა გადაიდო, ევროპალიგის და ჩემპიონთა ლიგის თამაშები მაყურებლის გარეშე იმართება, მსოფლიოს 70-მა ქვეყანამ არჩევნები არ ჩაატარა, გადადო. ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ისე გავაკეთოთ, ხალხი ნაკლებად შეწუხდეს. არჩევნების არჩატარების საკითხი არც კი დგას დღის წესრიგში, ის ჩატარდება“,-აღნიშნა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სკოლების დახურვის საჭიროება არ არსებობს