LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სემეკის წევრები მაღალანაზღარებადი თოჯინები არიან“ – ხმაური და დაპირისპირება სემეკის სხდომაზე

92

სემეკის სხდომა, სადაც კომპანია „თელასის” სატარიფო განაცხადის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე მსჯელობდნენ, ჩაიშალა.

სხდომაზე „ლეიბორსიტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ, სემეკს მოუწოდა, არ დაუშვას ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება. მან სემეკის წევრებს  “მაღალანაზღაურებადი თოჯინები” უწოდა და განაცხადა, რომ ისინი კახა კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებენ.

მისივე ვარაუდით, სემეკი ოქტომბრის შემდეგ, არჩევნების დასრულების მერე მიიღებს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლები სემეკის წევრების მაგიდასთან მივიდნენ და მოსთხოვეს მათ, რომ სხდომა დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ.

ხმაურის გამო ამ წუთებში სემეკის სხდომა შეწყვეტილია.

magti 5g