LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორშაბათს, თბილისის დროით საღამოს 7 საათზე ვიქნებით facebook live-ით – საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმები საზოგადოებას დახმარებას სთავაზობენ

3070
BeFunky-collage (5)

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი,ზურაბ გურული და მისი კოლეგა ნიუ-იორკში, მაიმონდის ჰოსტპიტალში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი გეგმავენ, რომ კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილება საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარონ.

ექიმები მოქალაქეებს ონლაინ კონსულტაციას სთავაზობენ.

„ქართველო კოლეგებო, გთხოვთ, საჯაროდ დაადასტუროთ, რასაც მწერდით - ბატონო თენგიზ, მე შემრცხვებოდა“

"იმედია, გაბედავთ. გაბედავთ არა ჩემთვის, არამედ საკუთარი ღირსების დასაცავად".

“ეს არ გახლავთ ლექცია ექიმებისათვის. ეს არის დახმარების მცდელობა არასამედიცინო საზოგადოებისათვის, პაციენტებისათვის, რომლებსაც რაგინდარა მიზეზის გამო არ შეუძლიათ კლინიკებში მისვლა და ექიმებთან საუბარი. უბრალოდ, შევეცდებით რამდენიმე საათი უშუალო ვირტუალური საკონტაქტო ხაზი ვამოქმედოთ ჩვენი თანამემამულეებისათვის და ამის მაგალითზე სამედიცინო საზოგადოებას დაახლოებით წარმოდგენა მივცეთ როგორ დააფუძნონ ოფიციალური საინფორმაციო ცხელი ხაზები სახლში დარჩენილი სასოწარკვეთილი ადამიანებისათვის.

ამასთან, ალბათ ერთგვარად წავეხმარებით გადაღლილ კოლეგებს, რომ შევამციროთ პანიკა საზოგადოებაში. შესაბამისად, სპეციფიკურ სამედიცინო შეკითხვებს პასუხს ვერ და არ გავცემთ”,-წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.

“ჩემი სტატუსი არ წარმოადგენდა კონკრეტულ მიმართვას არც ერთი ქართველი პროფესიონალისათვის” – ზურაბ გურული

როგორც ექიმი ნანა გეგეჭკორი აღნიშნავს, კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებული კითხვებით საქართველოდან ასეულობით წერილს იღებენ.

“ბოლო დღეებია მე და ზურაბ გურულს ასეულობით წერილი მოგვდის საქართველოდან კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებული კითხვებით. გადავწყვიტეთ facebook live-ით გამოვეხმაუროთ თქვენს შეკითხვებს და გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.

ორშაბათს, თბილისის დროით საღამოს 7 საათზე ვიქნებით facebook live-ით. გთხოვთ შეკითხვები ამ პოსტის ქვეშ დატოვეთ, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ კოვიდის ყველა საინტერესო ასპექტი.

ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულს უპირისპირდება

"ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ე.წ. „ჯუჯა სახელმწიფოებს“ - ლიხტენშტეინს, მონაკოს, ვატიკანს და მონტენეგროს".

დავაზუსტებ, ამ ჩართვით ჩვენ შევეცდებით ვესაუბროთ მოსახლეობას და არაპროპესიონალებისთვის გასაგებ ენაზე ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს, ასევე მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.

P.S. ძალიან გთხოვთ კითხვები ლაკონურად ჩამოაყალიბეთ. რთული წასაკითხია მოცულობითი ტექსტები როცა ამდენ კითხვასთან გვაქვს საქმე”,-წერს ნანა გეგეჭკორი ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g