5 ნოემბრიდან Qatar Airways თბილისი-დოჰა-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს განაახლებს. ყატარული ავიაკომპანიის ინფორმაციით, დოჰასა და თბილისს შორის რეისები კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ წამყვანი გლობალური ავიახაზი, რომელიც საშუალებას აძლევს მგზავრს დაუკავშირდეს მსოფლიოს და იმოგზაუროს სასურველ მიმართულებაზე ყველაზე ახალგაზრდა, ეფექტური და მდგრადი ავიახომალდებით. მგზავრობისას, თვითმფრინავის ბორტსა თუ დოჰას მსოფლიოში აღიარებული ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში, თქვენ გელით უსაფრთხო გარემო, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ჰიგიენის ნორმების და ბოლო დროს დადგენილი უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით”,- აცხადებენ Qatar Airways-ში.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ რეგულარული რეისების შეჩერების შემდეგ, Qatar Airways საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.