LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმრთელ ბავშვს მასაჟი არ სჭირდება, ხოხვაზე უკეთესი მასაჟი ძვლების და კუნთების, ასევე გონების განვითარებისთვის არ არსებობს – პედიატრი ეკა ყიფიანი

850
ekakiphiani2010

სასწრაფო პედიატრის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, პედიატრმა ეკა ყიფიანმა გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” ისეთ აქტუალურ კითხვას უპასუხა, როგორიცაა მასაჟის საჭიროება ჩვილებისთვის. კითხვაზე, ეხმარება თუ არა მასაჟი ბავშვს ფეხის ადგმაში, ეკა ყიფიანი პასუხობს:

დიახ, მშობლებს ხშირად ეჩქარებათ ხოლმე, თუმცა სინამდვილეში ჯანმრთელ ბავშვს მასაჟი არ სჭირდება. რასაკვირველია თუ საუბარია სარელაქსაციო მასაჟზე, ის შეიძლება ბავშვსაც ისევე სიამოვნებდეს, როგორც ჩვენ. თუმცა, ზოგადად მასაჟი არ განაპირობებს სიარულის დაწყების დროს. თუმცა, ბავშვთან შეხება და ტაქტილური სტიმულაცია ნევრული სისტემის განვითარებას ხელს უწყობს. თუ მასაჟს მხოლოდ ასეთი დატვირთვა აქვს კი ბატონო, მაგრამ თუ ბავშვს მასაჟს იმიტომ უკეთებენ, რომ აქტიური არ არის ან დიდი წონა აქვს და თვლიან, რომ სიარულს ვერ დაიწყებს, ეს საჭირო არ არის. აღსანიშნავია, რომ სამკურნალო მასაჟს სჭირდება სიღრმისეული ცოდნა, რათა არ მივიღოთ უკუშედეგი. მასაჟისტმა უნდა იცოდეს სად გადის ნერვული ღეროები, რომლებზე შეხებაც არ შეიძლება. მან უნდა იცოდეს სადაა თითოეული კუნთი.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როდის და როგორ გაივლის ბავშვი, მინდა შევახსენო მშობლებს, რომ ბავშვს უნდა მისცენ ხოხვის საშუალება. ამაზე უკეთესი მასაჟი ბავშვის ძვლების და კუნთების, ასევე გონების განვითარებისთვის არ არსებობს. დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებიც პატარაობაში ხოხავდნენ, შემდგომში გაცილებით უკეთესი ორიენტაციის უნარი აქვთ. ხოხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ბავშვის განვითარებაში. თუ გვინდა, რომ ბავშვმა სწორად გაიაროს, სწორად გადადგას ნაბიჯი, სწორად ჰქონდეს განვითარებული სახსრები, 5 თვის ასაკიდან მას ხოხვის საშუალება უნდა მივცეთ. დასვით ბავშვი მყარ ზედაპირზე და აცალეთ ხოხვა. თუ მან 1 წლის და 2 თვის ასაკამდე სიარული არ დაიწყო პრობლემა არ არის, თუმცა ხოხვის ფაზის გამოტოვება პრობლემაა.

 

კომპოტების ხანა დასრულდა! მას არანაირი სარგებელი არ აქვს – პედიატრი ეკა ყიფიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g