ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შემაჯამებელი ღონისძიება ბუბა კიკაბიძის სიმღერით დაიწყო.
პარტიული სიის პირველმა ნომერმა, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიმღერა თბილისო ქართულ-რუსულად შეასრულა.
არჩევნებამდე 2 დღით ადრე “ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია” შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრას თავისუფლების მოედანზე მართავს. “დავემშვიდობოთ ბიძინას” – ამ სლოგანით რესპუბლიკის მოედნიდან შეკრების ადგილამდე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მათი მხარდამჭერების მსვლელობა მოეწყო, მათ მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაც შეუერთდნენ.