LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამივე კვლევა ადასტურებს არჩევნების შედეგებს, ვერ ვხვდები საიდან მოდის პრეტენზია, რომ ამომრჩევნლის ნება არ იქნა ასახული – შალვა პაპუაშვილი

538
salva-papuashvili (1)

„სამივე კვლევა ადასტურებს არჩევნების შედეგებს, მე ვერ ვხვდები საიდან მოდის ეს პრეტენზია, რომ ამომრჩევნლის ნება არ იქნა ასახული“,-ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „დღის თემაში“ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამივე კვლევის შედეგები და ცესკოს მონაცემები ერთმანეთს შეესაბამება.

„ოპოზიცია კიდევ ერთხელ იჩენს უპასუხისმგებლობას. მარტივი სიტუაცია გვაქვს. რომ შევხედოთ წინასწარ კვლევებს, ეგზიტპოლებსა და პარალელურ დათვლებს, თითქმის ერთი-ერთში ჯდება, ზუსტად ისევეა პროცეტული გადანაწილება იმ 9 პარტიას შორის, როგორც ამ კვლევებში იყო მოცემული.

მე ვერ ვხვდები საიდან მოდის ეს პრეტენზია, რომ ამომრჩევნლის ნება არ იქნა ასახული. არის სამი სხვადასხვა ტიპის კვლევა და მეოთხე ცესკოს დათვლა რომელიც ერთმანეთს შეესაბამება.

არგუმენტი არ აქვთ და ერთადერთი რასაც ცდილობენ, იმ ტექნიკურ ხარვეზებზე საუბარია, რომელიც რამდენჯერმე აიხსნა. არჩევნებს ახასიათებს ხარვეზები. საქართველოში ყველა არჩევნებზე დაახლოებით 1000-1500 შესწორების ოქმი დგება და ამჯერადაც ასეთ პროცესთან გვაქვს  საქმე. ამას ემატება ისიც, რომ კოვიდ სიტუაციის ფონზე განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე იყვნენ საუბნო კომისიები და აქედან გამომდინარე გარკვეული ხარვეზები ჰქონდა კომისიის მუშაობას. სხვა სიტუაციაში მოუწიათ არჩევნების ჩატარება“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g