LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემთხვევები 3000-ს გადააჭარბებს – თენგიზ ცერცვაზე “ლოქდაუნზე” საუბრობს

158
1583948115-ცერცვაძე

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იმატებს და იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი.

სპეციალისტები მოქალაქეებს რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ.

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ნოემბრის ბოლოს მოსალოდნელია შემთხვევების მკვეთრი მატება.

“ფიქსირდება ახალი შემთხვევების ძალიან მაღალი მაჩვენებლები. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, ნოემბრის ბოლოს შესაძლოა ეს მატება 3000-ს გადასცდეს. ევროპაში გამოაცხადეს სრული ან ნაწილობრივი ლოკდაუნი. საქართველომაც რომ გამოაცხადოს ლოკდაუნი, უფრო მარტივი იქნება,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g