ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბორჯომის ხეობასა და კახეთში გაჩენილი ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია შექმნა.
კომისია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, სპეციალისტებითა და უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას, განცხადებით, კომისია შეისწავლის არსებულ ვითარებას, დაითვლის ზიანს და ზუსტად დადგინდება დამწვარი ფართობის ოდენობა. ზარალის შედეგები კი სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.