პარლამენტის წინ მოშიმშილეები 17 სექტემბრიდან შიმშილობენ. ერთ-ერთი მათგანის ალექსანდრე წოწორიას თქმით, ამ დღეების განმავლობაში, არც ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ოპოზიციური პარტიის წევრებს, ისინი არ მოუნახულებიათ.
პატრიოტთა ალიანსის აქტივისტების ცხრაპუნქტიანი მოთხოვნა პოლიტიკურთან ერთად, სოციალურ თემებსაც მოიცავს.
“ჩვენ რამდენიმე მიზეზის გამო ვშიმშილობთ: ქართული მიწა არ უნდა გასხვისდეს უცხოელებზე, დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა, შეიქმნას ქმედითი სახელმწიფო კომისია, მეანაბრეთა და იპოთეკარების დასახმარებლად, ასევე, სოციალური დახმარება უნდა დაენიშნოს, ყველას, ვისთვისაც ეს გადარჩენას ნიშნავს”, – განაცხადა ერთ-ერთმა მოშიმშილემ.
“პატრიოტთა ალიანსის” ინფორმაციით, 17 სექტემბრიდან დღემდე, პარლამენტის წინ, 17 ადამიანი შიმშილობს.