LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმის დახურვა უნდათ თვითმკვლელობის მუხლით…თურმე, ბუზს გადააქვს სისხლი ფეხსაცმელზე, ასეთი რაღაც თუ გაგიგიათ? – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

242
თეონა-თამაზაშვილი-3

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მას პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე უთხრეს, რომ მისი შვილის საქმე თვითმკვლელობის მუხლით დაიხურება. თამაზაშვილის აღნიშნულ კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„დახურვა უნდათ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩალითაც აღარ არის დახურული, ქვეყანა აღარ ჰქვია ამას. სტილისტი დაკითხეს და დასკვნა გააკეთეს, თურმე თავი მოუკლავს. ვინ იყო მეგობარი, რომელიც ბოდიშებს უხდიდა, თამუნა ვერ დაგეხმარეო, ვერ დაადგინეს. ექსპერტიზის უაზრო დასკვნებია, თურმე, ბუზს გადააქვს სისხლი ფეხსაცმელზე, ასეთი რაღაც თუ გაგიგიათ?

“ისიც არ იცის, რისთვის გამოიყენება”: როგორ დასტურდება, რომ ბაჩალიაშვილს მედიკამენტები თავად არ შეუძენია

საქმის დახურვა უნდა თვითმკვლელობის მუხლით, 6 თვე იმას იკვლევდნენ, ჩემმა შვილმა თავი მართლა მოიკლა თუ არა… გაგვესაუბრნენ, რომ ეს საქმე უნდა დავასრულოთო. მინისტრი რომ გამოვიდა პირველ დღეს და თქვა, თვითმკვლელობააო, იგივე გაიმეორეს ახლაც. 6 თვე თურმე, სტილისტების და ქუჩაში გამვლელების დაკითხვას მოუნდნენ, თამუნას მანქანა დაინახეთ თუ არაო და 30 ტომი შეკრიბეს. არჩევნებს ელოდებოდნენ, იმიტომ წელავდნენ, ჯერ არ იციან ვისთან აქვთ საქმე, შეიძლება მაგათთვის ერთი პატარა მოლეკულა ვარ, მაგრამ ზუსტად მოლეკულა ხლიჩავს ატომს. დახურონ, სტარსბურგში გავასაჩივრებ, კერძო დეტექტივის ჩამოყვანაც რომ დამჭირდეს, მათ არაკომპეტენტურობას და არაპროფესიონალიზმს დავამტკიცებ“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

საერთოდ არაფერს არ აკეთებენ და რომ არა ჩვენ, ეს საქმე დიდი ხნის დახურული იქნებოდა – მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g