45 წლის მსახიობმა, შარლიზ ტერონმა გადაწყვიტა თავისი 6,4 მილიონი „ინსტაგრამ“-გამომწერის გახალისება და ფოტოკოლაჟი გაავრცელა, რითიც კაილი ჯენერს საჯაროდ დაცინა. შარლიზს წითელი ტუჩსაცხი არასწორად უსვია, ამით მსახიობმა კარდაშიანების კლანის წარმომადგენლის ტუჩის მოცულობის გაზრდის ხერხს გაუსვა ხაზი.
„ვინ ვინ არის?!“ – ასე დაასათაურა ფოტო ტერონმა. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოყვა, მას უკვე 258, 523 მოწონება აქვს.