LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქში 600 ათასი ავტომობილია: პანდემია და საცობებში გაჭედილი თბილისი

581
131893025-851011589009889-7140215751714740147-n

დედაქალაქში მუდმივი საცობებია. არადა, ქვეყანაში, უკვე, 21-ე დღეა პანდემიის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს, რის გამოც მოქალაქეებს სამსახურებში გადაადგილება ნაკლებაც უწევთ, თუმცა მიუხედავად ამისა, თუ  მაგალითად, დანიშნულების ადგილამდე მისვლას ადრე  15 წუთს ანდომებდით, ახლა დრო მნიშვნელოვნად გაზრდილია.

სიმართლე მოითხოვს, ვაღიაროთ,რომ დედაქალაქს საცობები პანდემიამდეც არ აკლდა.  წვიმის დროსაც კი ქალაქი საცობებში იჭედებოდა.

„ფორტუნა“ საცობების მიზეზი გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში შეეცადა.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, საცობების მიზეზი შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელებიც პანდემიის მიუხედავად დედაქალაქში მაინც მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, საცობები დღის განმავლობაში სწორედ ამ მონაკვეთებზე და ბაზრობების მიმდინარე ტერიტორიაზე ფიქსირდება.

„ფორტუნა“ აღნიშნულ პრობლემაზე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს ესაუბრა. 

თბილისში რატომ არის გადაადგილება თითქმის შეუძლებელი? 

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურა აქტივობა შემცირებულია,  ყველა ვხედავთ, რომ ქალაქში გადაადგილება ჭირს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერებულია.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს რა მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, ქალაქის ეკონომიკურ პროცესში, ეს ძალიან კარგად დაგვანახა პანდემიამ.

ჩანს, რომ მოსახლეობა აქტიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ძალიან მნიშვნლოვანია  და რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვახორციელოთ.

დედაქალაქის რომელი ქუჩებია ყველაზე მეტად გადავირთული?

ყველა ცენტრალური გამზირი გადატვირთულია. სადაც დარჩენილია ეკონომიკური აქტივობები, იმ ტერიტორიებზე ყველგან საცობია.

რამდენიმე  ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს ქალაქში.

პანდემიის მიუხედავად დედაქალაქში დაახლოებით 12-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

საცობებზე ინფრასტრუქტურული პროექტების გავლენა ძალიან მცირე იქნება, რადგან ეს პროექტები გადანაწილებლია და ერთ კონკრეტულ  ლოკაციაზე არ მიმდინარეობს.

არსებობს მონაცემი, თბილისში რამდენი მანქანა გადაადგილდება?

თბილისში არსებობს 600 ათასი ავტომობილი. აქედან, არაპანდემიის პერიოდში  ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით  ყოველდღიურად 450 ათასი ავტომობილი გადაადგილდება. 

არაპანდემიის პერიოდში შაბათს გადაადგილდება საშუალოდ 450 ათასი, ხოლო კვირას 350 ათასი ავტომობილი.

თუმცა, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახლა არ მუშაობს, ჩავთვალოთ, რომ 600 ათასივე ავტომობილი გამოსულია გარეთ. იმისთვის, რომ ეკონომიკური აქტივობა შეინარჩუნონ და შემოსავალი ჰქონდეთ, ყველა მანქანით გადაადგილდება, შედეგად იქმნება საცობებიც. ეს გვაჩვენებს იმას, რომ

დედაქალაქში ყოველწლიურად დაახლოებით 8 პროცენტით იზრდება ავტომობილების რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ აუცილებელია ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკა ზედმიწევნით სწორედ დავგეგმოთ და განვახორციელოთ.

და თუ ეს არ მოხდება, 2-3 წელიწადში წელიწადში საცობები გვექნება ისეთი, როგორიც ახლა გვაქვს, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს და უფრო გრძელვადიანი პროგნოზით,  6-7 წელიწადში ქალაქში გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელი გახდება.

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებელი გელა კვაშილავა „ფორტუნასთან“ საუბარში იმ გამოსავალზე საუბრობს, რომელიც დედაქალაქს პანდემიის პერიოდში საცობების თავიდან აცილებაში დაეხმარება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს და ბუნებრივია, ადამიანები ცდილობენ, კერძო ავტომობილებით გადაადგილებას.

გასაგებია, რომ კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, მაგრამ ალბათ კარგი იქნება, რომ დღის რაღაც მონაკვეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობდეს.“- ამბობს კვაშილავა.

შეკითხვაზე, რა გამოსავალი არსებობს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კვაშილავა ამბობს, რომ :

„უნდა ვისწავლოთ და ცხოვრების წესად დავნერგოთ, რომ მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად ველოსიპედით ვისარგებლოთ.

იმისათვის, რომ კერძო ავტომობილებზე არ ვიყოთ დამოკიდებული, მობილობის სხვა ფორმებიც უნდა განვავითაროთ, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტთან არის დაკავშირებული.  გასაგებია, რომ  დაინფიცირებულთა რიცხვი მაღალია, მაგრამ ალტერნატიური გზების მოძებნა შესაძლებელია.

საცობების გამო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ცენტრალურ უბნებზე მკვეთრად გაიზარდა და ეს მოსალოდნელიც იყო.

საქართველოში ავტომანქანის შეძენა შედარებით იაფია, ვიდრე ევროპულ ქალაქებში. ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს.

 შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ელექტრომობილები სიტუაციის განმუხტვის გამოსავალი იყოს, მაგრამ ამისთვის ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს. ელექტრომობილის დატენვა გაცილებით უფრო მარტივი უნდა იყოს, ვიდრე ახლა არის.

ქალაქის ურბანულ განვითარებაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. გარეუბნებსა და ცენტრს შორის დაკავშირება ძირითადად ავტომობილებით ხდება, ამიტომ აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარგი და სწორი განვითარება მოხდეს.

საცობის გამომწვევი მიზეზები კორონავირუსთან ერთად გამოუვალ სიტუაციაში გვაყენებს. მით უფრო, რომ ახალი წლები მოდის და არც ველოსიპედს იყენებენ ჩვენთან აქტიურად.

არასწორია, როდესაც აბობენ, რომ ველოსიპედის მართვა ჩვენთან იმიტომ არაა პოპულარული, რომ ქალაქის რელიეფი არ გვიწყობს ხელსო. ვერც იმაში დაგეთანხმებით, რომ ახლა ცივა და რთულია ველოსიპედით გადაადგილება. მაგალითად დანიაში ჩვენზე გაცილებთ უფრო ცივა, მაგრამ წელიწადის ყველა დროს იქ ხალხი ველოსიპედით გადაადგილება.

უბრალოდ ჩვენ ბილიკები არ გვაქვს და არც მიჩვეულები ვართ. მაგრამ ნებისმიერ რამეს შეიძლება მიეჩვიო, თუ შემეწუხბელი საცობებისთვის თავის არიდებას მოინდომებ“,- ამბობს კვაშილავა „ფორტუნასთან“ საუბარში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g