LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კორონავირუსის “ახალი” ვარიანტი 70%-ით ადვილად ვრცელდება, ახლა არ არის შესაბამისი დრო როცა შეზღუდვების გამარტივებაზე უნდა ვფიქრობდეთ!” – ბიძინა კულუმბეგოვი

765
124830888-2109800919156093-3509315662093159709-n (1)

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას აფრთხილებს.

როგორც კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, კორონავირუსის ახალი ვარიანტი 70%-ით უფრო ადვილად ვრცელდება და შესაბამისად, ახლა შეზღუდვების შემსუბუქებაზე არ უნდა ვფიქრობდეთ.

“ვირუსის “ახალი” ვარიანტი 70% -ით ადვილად ვრცელდება!
პ.ს. ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ მის მიმართ ვაქცინა არაეფექტური იქნება.
ახლა არ არის შესაბამისი დრო როცა შეზღუდვების გამარტივებაზე უნდა ვფიქრობდეთ!!!
ახლა შესაბამისი დროა ვფიქრობდეთ: უფრო მეტ ტესტირებაზე, უფრო მეტ ექიმის გადამზადებაზე, უფრო მეტ ICU საწოლის მობილიზებაზე!!!”-წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც გასულ კვირას ქვეყანაში გამოჩნდა 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.
ბრიტანეთის ჯანდაცვა ასევე ადასტურებს, რომ ამ დროისათვის, ლონდონში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 60%-ზე მეტში პაციენტები სწორედ ახალი სახეობით არიან დაავადებულები.
გარდა ამისა, ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ახალი სახეობა უფრო მძიმე დაავადებას იწვევს.
ქვეყნის ჯანდაცვა ასევე იუწყება, რომ ახალი შტამის ფონზე ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 2 კვირაში გაორმაგდა.
ამასთან, კორონავირუსის ახალი შტამი დღეს სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაშიც დადასტურდა.

ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების გამო, რეგულაციები გამკაცრდა.
“ვირუსის ახალი შტამის შესახებ არსებული მტკიცებულებების გამო გაჩენილი შესაძლო რისკები იმას ნიშნავს, რომ შობას ისე ვერ შევხვდებით, როგორც ვგეგმავდით,”-განაცხადა ბორის ჯონსონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g