LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვიდან ჩამოსულ პატრიოტებს აეროპორტში აქციით დახვდნენ

70

მოსკოვიდან დაბრუნებულ პატრიოტთა ალიანსის წევრებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ფრთის წევრები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ინფორმაციას დემოკრატები Facebook-ზე ავრცელებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით

“სირცხვილია, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები სახელმწიფოს გვერდის ავლით მიმდინარეობს”.

პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრების შეფასებით, ასეთი ტიპის შეხვედრები უნდა აიკრძალოს, რისი ინიცირებაც საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოხდეს.

4 ოქტომბერს პატრიოტების ლიდერმა ირმა ინაშვილმა ხელისუფლებას იმ ინიციატივებით სარგებლობისკენ მოუწოდება, რომლებსაც პარტია მოსკოვიდან ჩამოიტანს.

magti 5g