46 წლის ესპანელი მსახიობი, პენელოპა კრუსი საზოგადოების წინაშე ხშირად არ ჩნდენა, თუმცა მისი იშვიათი გამოჩენაც კი სენსაციად იქცევა ხოლმე. ამჯერად ვარსკვლავი „ვოგის“ იანვრის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია საოცარი გამოვიდა, პენელოპამ თეთრი კაბა და ჩექმები მოირგო, ის ობიექტივის წინაშე ცხენზე ამხედრებული პოზირებდა.
„უმაღლესი დონის ფოტოსესია“,– ასე შეაფასეს მოდის მაგნატებმა „ვოგის“ გადაღებები.