LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო

129
download

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და მოხუცები აიცრებიან, შემდეგ კი მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა ამოქმედდება.

„ჩვენ ამ რთული წლის დასასრულს მნიშვნელოვანი მოვლენით ვასრულებთ, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ევროპის თითოეულ ქვეყანაში იწყება. ვაქცინაცია ვირუსის დაძლევის ერთადერთი გზაა“, -განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ესპანეთსა და ბელგიაში.

ევროკავშირის მოსახლეობა 450 მილიონს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები