ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოს აქვს შანსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყოს იმაზე ადრე, ვიდრე პროგნოზირებდნენ.
ამის შესახებ გაბუნიამ “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნებთან ამ დროისათვის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
“ის, რომ ჩვენ რეალურად გვაქვს შანსი ვაქცინაცია დავიწყოთ უფრო ადრე, ვიდრე ეს წინასწარ იყო დაანონსებული, ამისი რეალური შესაძლებლობები არსებობს და მიდის აქტიური კონსულტაციები ქვეყნებთან, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და იმ მიმწოდებლებთან, ვინც შეიძლება გახდეს ჩვენთვის ვაქცინის წყარო. მთავარი პირობა აქ რა თქმა უნდა იქნება ვაქცინის აღიარება მარეგულირებელი ორგანოების მიერ ისეთ ქვეყნებში, რომელთაც აქვთ ძალიან სანდო და მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩოები მსგავსი ტიპის ვაქცინების დანერგვისთვის,”-განაცხადა თამარ გაბუნიამ.
