LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ტელეკომპანია „რუსთავი 2“ რადიო „ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღის შესახებ

165
135624572-417894412738966-362531810471663796-n

31 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღე აღინიშნა.

რადიო „ფორტუნას“ 23, ხოლო „ავტორადიოს“ 13 წელი შეუსრულდა.

აღნიშნული მოვლენა ქართულ ტელესივრცეში არაერთმა ტელევიზიამ გააშუქა. ერთ-ერთი მათგანი კი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იყო.

„რუსთავი 2“ მედია-ჰოლდინგ „ფორტუნას“ ეწვია.

„დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის, რადგან ახალი წლის დადგომასთან ერთად, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ფლაგმანი რადიო-სადგურების “ფორტუნას” და “ავტორადიოს” დაბადების დღეს. მე მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ჩვენი კომპანიის თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს ერთგულ მსმენელს, რომელთან ერთადაც 23 წელია მოვდივართ, ვისურვებდი, რომ მომავალი წელი სიმშვიდის, ბედნიერების, წარმატების მომტანი ყოფილიყოს, როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის”-განაცხადა „რუსთავი 2-ის” ეთერში მედია-ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალურმა დირექტორმა თამარ ჩიგოგიძემ.

 

 

magti 5g