LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიზნესმენის ბუნება ასეთია… ინაშვილი თანაგუნდელების საქციელით იმედგაცრუებული არ უნდა იყოს” – როგორ აფასებენ ექსპერტები პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს

131
გია დანიკა

პარლამენტში დღეს 4 ოპოზიციონერი შევიდა. ისინი 2020-ის არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მონაწილეობდნენ…

არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ქვეყნის მართვა ოპონირების გარეშე – კომიტეტმა გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან არანაირი გარიგება არ ყოფილა. იმისთვის, რომ ყველაფერი კანონიერად მოხდეს, ახალ პარტიას დააფუძნებენ. სახელიც გადაწყვეტილია.

“ხელისუფლებასთან გარიგება არ ყოფილა” – პარლამენტში შესული 4 ოპოზიციონერი დეპუტატი ახალ პარტიას აფუძნებს

„როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“ ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში“, – განაცხადა  „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა ავთანდილ ენუქიძემ.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ქართულ პოლიტიკაში მოვლენების ასეთი განვითარება მოსალოდნელი იყო.

„ფორტუნასთან“ საუბარში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ პარლამენტში დღეს შესულ წევრებს პარლამენტარის სტატუსი ბიზნესისთვის სჭირდებათ.

„მოსალოდნელი იყო, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები პარლამენტში შევიდოდნენ.  მათ სჭირდებათ პარლამენტარის სტატუსის მიღება. ისინი ბიზნესმენები არიან და მოუნდათ, ახალი სტატუსის მიღება.

რომ ამბობენ, რომ პატრიოტები ვართ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რეალურად ასეა. თავისთავად იმასაც იტყვიან, რომ ხელისუფლებასთან არანაირი გარიგება არ დაუდიათ, სხვას რას იტყვიან. ამბობენ, რომ საქართველოს პატრიოტები არიან და პრორუსულ პარტიაში იყნენ გაწევრიანებული. თუ გულით ამბობ ამას, წესით პრორუსულ პარტიაში არ უნდა გაწევრიანდე. მათ გამოიყენეს ეს პარტია, აცნობიერებდნენ, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული რეიტინგი. 2016 წელს „პატრიოტთა ალიანსმა“ 5 % ბარიერი გადალახა და 6 მანდატი მოიპოვეს…

ისინი ბიზნესმენები არიან  და ბიზნესმენი, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, რეალურად არც მონაწილეობს საპარლამენტო მუშაობაში.

დარწმუნებული ვარ, დღეს პარლამენტში შესული  პოლიტიკოსები არ იქნებიან აქტიური დეპუტატები. მეცხრე მოწვევის პარლამენტში იყო 21 პარლამენტარის სტატუსის მქონე დეპუტატი, რომელსაც ერთხელაც არ უსარგებლიათ საპარლამენტო ტრიბუნით. დღეს პარლამენტში შესულებსაც იგივე ბედს ვუწინასწარმეტყველებ. უცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 4, ან თუნდაც 6 ოპოზიციონერი დეპუტატის შესვლა პარლამენტს ვერ შესძენს ლეგიტიმურობას.

ერთი ან ორი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის პარლამენტში შესვლა ვერ მოახდენს ამ ცრუ პროცესის ლეგიტიმაციას: საბა ბუაძე

ეს ადამიანები არც ქართულ პოლიტიკას და არც ქართულ პარლამენტს ვერაფერს შესძენენ. გეგმები დიდი აქვთ დაანონსეს, რომ პარტიას შექმნიან. მაგრამ გეგმებზე ბევრი რამ შეიძლება განაცხადო. მთავარია რეალობა როგორია.

გავიხსენოთ თუნდაც რა მოხდა 2020 -ის არჩევნებზე. 50 პარტია მონაწილეობდა არჩევნებში და რეალურად 1 პროცენტიანი ბარიერი საბოლოოდ 9 პარტიამ გადალახა.“ – ამბობს ექსპერტი “ფორტუნასთან”.

კითხვაზე,  რას ინანებს ინაშვილი: პარლამენტში არ შესვლას, თუ იმას, რომ არაწორად არჩეული თანამებრძოლები ჰყავდა, ექსპერტი პასუხობს:

„სანანებელი წესით უფრო ის უნდა ჰქონდეს, რომ მისი პარტიის წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიოდნენ… ამ შემთხვევაში ვიღაც პარლამენტში შედის და შეიძლება უფრო დასანანი არ იყოს, რადგან იტყვიან, რომ პრინციპული პოზიცია დააფიქსირაო“.

ექსპერტი ფიქრობს, რომ  პარლამენტში დღეს შესული პარლამენტარები ფორმალური ოპოზიციონერები იქნებიან.

„ფორმალურად იქნებიან ოპოზიციაში, მაგრამ ვფიქრობ,  პარლამენტარის სტატუსი უნდათ, იმისათვის, რომ თავიანთი ბიზნესი „დაფარონ“. მათ რაღაცას მიაღწიეს, რაღაც შემოსავალი აქვთ და ახლა უბრალოდ უნდათ, პარლამენტარები ერქვათ და თან ხელფასიც ექნებათ დამატებით. როგორც წესი, მადა ჭამაში მოდის“ –  აცხადებს ექსპერტი და აქვე დასძენს, რომ  „პირველი ვინც „პატრიოტთა ალიანსის” წევრებს მიბაძავს, ბატონი ალეკო ელისაშვილი იქნება, რადგან ის არ მალავს თავის განზრახვას“.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ როდესაც პარტიაში დამფინანსებლები გყავს, ასეთ შედეგს ლოგიკურად უნდა ელოდო, ამიტომ მისი აზრით, ირმა ინაშვილი იმედგაცრუებული არ უნდა იყოს.

კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში, მაგრამ ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ბედნიერება: ინაშვილი

"მე პარლამენტში ვსაუბრობდი საქართველოს ინტერესების დაცვაზე, ესაა რუსული შემადგენელი?"

„ბიზნესმენის ბუნება ასეთია – ფული ჰქონდა პარტიაში ჩადებული და შევიდა პარლამენტში… მარტივია ყველაფერი. ახალი არაფერი მომხდარა. მანკიერი მხარეები ამ ხელისუფლების პერიოდში ხომ არ დანერგილა ქართულ პოლიტიკაში.  საქართველოს უახლეს ისტორიაში ასე ხდება. ბიზნესიდან კეთდება ფული და მერე პოლიტიკიდან ხდება მისი „გაკეთილშობილება“…. ეს პოლიტიკოსები მანდატს ვერ შეუქმნიან ხელსუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით ვერ იმოქმედებენ. ანუ რაღაც ახალი უნდა მოიფიქრონ. რაც ძალიან არადამაჯერებელი იქნება. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების პარლამენტში შესვლით სახელისუფლებო პრობლემა არ წყდება.  ცოტა მეტი მუშაობა დასჭირდებათ.

არიან ჯგუფები, რომლებსაც პარლამენტში შესვლა უნდათ, წვალობენ და ჯახირობენ. ასეთი ტენდენციები გაგრძელდება, მაგრამ მთავარი ინტრიგაა, რამდენად მოხდება პარტიული წარმონაქმნების ინტეგრირება. პარლამენტში უნდა იყვნენ პარტიები, რომლებიც რეალურად მონაწილეობდნენ არჩევნებში. ამან უნდა უზრუნველყოს მრავალპარტიულობა და არა ინდივიდუალურმა და გაუგებარმა ადამიანებმა,  რომლებიც საიდანღაც გამოჩნდნენ.  

“ნაციონალური მოძრაობა” თვითგანადგურების რეჟიმშია, იმედი გვაქვს ეს პროცესი წარმატებით დასრულდება: კობახიძე

მათ ფული გადაიხადეს და მოხვდნენ პარლამენტში, ისე ხომ არ აღმოჩნდნენ. მათ სინდისზე ცუდს ვერაფერს ვიტყვით.

ბიზნესმენს არანაირი პარტიული ფასეულობები არ აინტერესებს და საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. როცა მისგან მხოლოდ იმას ელოდები, რომ პარტიაში ფულს შემოიტანს, ასეთ საქციელსაც უნდა ელოდო. ირმა გამოცდილი პოლიტიკოსია და მათგან ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა გაკვირვებოდა. ეს ადამიანები მოიქცნენ ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ბიზნესმენი. ბიძინა ივანიშვილსაც აწყობს ეს ყველაფერი, ფულს სხვები ხარჯავენ და ეს ყველაფერი შედარებით იაფი უჯდება. ასე რომ ყველაფერი კარგადაა“.- ამბობს ხუხაშვილი „ფოტუნასთან“ საუბარში.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g