ქუთაისის კლინიკაში პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის მოხვედრის შედეგად დაშავდა. მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიღებული და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.
შემთხვევა კი გელათის ქუჩაზე მოხდა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
31 დეკემბერსა და 1 იანვარს პიროტექნიკის გამოყენებით 51 ადამიანი დაშავდა
