LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბედნიეროდ, კორონავირუსის პიკმა გადაიარა – თენგიზ ცერცვაძე

409
BeFunky-collage (14)

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით პირველ არხთან ისაუბრა. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის პიკმა გადაიარა. მისივე განცხადებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ, 4-ჯერ შემცირდა.

ცერცვაძის თქმით, როგორც ჩანს, ახალი წლის წინა პერიოდში მოსახლეობა უფრო მობილიზებული იყო და მეტად იცავდა რეგულაციებს.

საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისიდანაა: განაწილება რეგიონებში

„აქტიური ინფექციის 30 000 შემთხვევა იყო ყოველდღე. ჯანდაცვის სექტორმა სერიოზულ ზეგადატვირთვას გაუძლო. მართალია, იყო გარკვეული შეფერხებები, პრობლემები, საბედნიეროდ, პიკმა გადაიარა. ჩვენთან ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ, 4-ჯერ შემცირდა. თუ იყო 5 000-მდე დღეში, ახლა სადღაც 1 000-დან 2 000-მდეა. იყო იმის მოლოდინი და შიში, წინასაახალწლოდ შეზღუდვების ერთკვირიანი მოხსნა ხომ არ გამოიწვევდა ისევ შემობრუნებას უკან, ე.წ. მესამე ტალღის დასაწყისს. ჯერჯერობით, ამ შეზღუდვების მოხსნის პერიოდიდან უკვე გავიდა 10-12 დღე და არ ფიქსირდება ასეთი ზრდა.

ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი ექიმების ამოცანაა, როდესაც მივაღწევთ, მნიშვნელოვან შემცირებას და მოიხსნება შეზღუდვები, იმ მოხსნილი შეზღუდვების პირობებში შევინარჩუნოთ ის შემცირებული რიცხვი. ამისთვის აუცილებელი იქნება, რომ დავიცვათ ის რეგულაციები, რომლის შესრულებაც ვისწავლეთ როგორც იქნა – ეს არის პირბადის აუცილებელი ტარება დახურულ და ღია სივრცეში, ეს არის სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება. არ ვიცი, შეზღუდვები როდის მოიხსნება, მაგრამ მოიხსნება, თუმცა რეგულაციები უნდა დარჩეს.“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსნებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში  კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 529, ხოლო გარდაიცვალა — 22 პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g