LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავაჭრო ცენტრების გახსნის წინაპირობაა, რომ თვეში ერთხელ მოხდეს ყველა თანამშრომლის კორონავირუსზე ტესტირება: თბილისი ცენტრალის ხელმძღვანელი

2416
BeFunky-collage (4)

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა. თბილისი ცენტრალის ხელმძღვანელის, ლევან ყარალაშვილის განაცხადებით, სავაჭრო ცენტრების გახსნის წინაპირობაა, რომ თვეში ერთხელ მოხდეს ყველა თანამშრომლის კორონავირუსზე ტესტირება.

შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდება – მანამდე არც ტრანსპორტი და არც სავაჭრო ობიექტები არ გაიხსნება

“ეს რამდენად ეფექტური იქნება, ამის ახსნა ჩვენ ვერ მოვისმინეთ. იმის მიუხედავად, რომ კოვიდტესტირება მოსახლეობისთვის არის უფასო, ჩვენ, როგორც სავაჭრო ობიექტებმა ჩვენი თანამშრომლები უნდა გავტესტოთ და ეს თავად უნდა გადავიხადოთ.

ის რაც დღეს შეხვედრის დროს მოვისმინეთ და გავიგეთ, ის არის, რომ ეს სექტორი არანაირ სახელმწიფო დახმარებას არ იღებს საგადასახადო და სუბსიდირების კუთხით. ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე გავიგეთ, რომ ტესტირების ხარჯი ჩვენი გასაწევია და ამაშიც არანაირი შეღავათი არ იქნება. ასევე, არ არსებობს პასუხი, პირველი თებერვლიდან ამუშავდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ამ სექტორმა, თავად უნდა მოიფიქროს როგორ უშველოს თავს, რაზეც შიდა კონსულტაცია უახლოეს დღეებში გვექნება და ჩვენ მივმართავთ სახელმწიფოს ჩვენი წინადადებით, როგორც ეს ადრეც გავაკეთეთ, რომ იქნებ რაიმე ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. თუ რატომ არ იხსნება, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა სექტორები, ამაზე პასუხი დღეს არ არსებობს“, – განაცხადა ყარალაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით.

შეზღუდვების გახანგრძლივება მაშინ, როდესაც პიკი გადავლილია, არარაციონალურად მიმაჩნია: კულუმბეგოვი

მთავრობის გადაწყვეტილება სავაჭრო ცენტრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: ეს თავდაყირა გვაყენებს

magti 5g