LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვების გახანგრძლივება მაშინ, როდესაც პიკი გადავლილია, არარაციონალურად მიმაჩნია: კულუმბეგოვი

2502
BeFunky-collage (2)

საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვების პირველ თებერვლამდე შენარჩუნებას ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეხმიანება და ამბობს, რომ შეზღუდვების გახანგრძლივება მაშინ, როდესაც პრაქტიკულად, ეპიდემიის დაღმართია, არარაციონალურად მიაჩნია. ამის შესახებ მან “პირველი არხთან” ისაუბრა.

კულუმბეგოვის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებას ეპიდვითარებაზე დრამატული გავლენა ვერ ექნებოდა, ვინაიდან მოსახლეობის 15-20-პროცენტიანი ინფიცირების შემდეგ ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ბუნებრივადაც იკლებს.

შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდება – მანამდე არც ტრანსპორტი და არც სავაჭრო ობიექტები არ გაიხსნება

“ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გულისტკივილი ამ ტიპის რეგულაციებს შორის არის მაღალეფექტური, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დამაზიანებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა. რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს ახალგაზრდა თაობა და სარგებლობენ ისეთი ადამიანები, რომელთა შემოსავალი არის საკმაოდ დაბალი. ამ ადამიანებს უჭირთ გადაადგილება, მაღაზიამდე მიღწევაც კი, ხანდახან სასურსათო მაღაზიამდეც. აღარ ვამბობ საავადმყოფოში ახლობლის მონახულებაზე. ეს არის უზარმაზარი და უსერიოზულესი ჰუმანიტარული პრობლემა. ამიტომ ამ ტიპის შეზღუდვების გახანგძლივება მაშინ, როდესაც პრაქტიკულად, ეპიდემიის დაღმართია და პიკი გადავლილია, არარაციონალურად მიმაჩნია.

დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება.

მთავრობის გადაწყვეტილება სავაჭრო ცენტრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: ეს თავდაყირა გვაყენებს

 

magti 5g