LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

77 წლის კატრინ დენევი ,,ივ სენ ლორანის” ტყავის ქურთუკში შეუდარებელია

418
ketrindenevi2021

ლეგენდარულმა კატრინ დენევმა და ივ სენ ლორანმა ერთმანეთი 1965 წელს გაიცნეს. მას შემდეგ მოდისა და კინოს ვარსკვლავებმა არაერთხელ ითანამშრომლეს. ვარსკვლავისა და ,,ბრენდის” ბოლო კოლაბორაცია კი ახლა შედგა. ახალი ფოტოსესია ,,ივ სენ ლორანის” გაზაფხულის კოლექციას მიეძღვნა და 77 წლის კატრინ დენევი განსხვავებული იმიჯით გამოჩნდა.

ფოტოები დევიდ სიმსმა გადაიღო და კეტრინი ფოტოებზე შავ ტყავის ქურთუკში გამოწყობილი ჩნდება. ბრენდის კრეატიული დირექტორი ენტონი ვიკარელო ამბობს, რომ კატრინ დენევი კლასიკური კოლექციის წარსადგენად საუკეთესო არჩევანია.

ფოტოები შავ-თეთრ ფონზეა გადაწვეტილი და მსოფლიო კინოს ლეგენდა შეუდარებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g