LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ოცნების საკმაოდ ამბიციური გეგმაა” – 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს, მარიამ ქვრივიშვილი შემაფერხებელ მიზეზებს ვერ ხედავს

142
vhkt7yvc3npu2i5

მომდევნო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება შევქმნათ მყარი საფუძვლები, რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” განაცხადა.

ქვრივიშვილის განცხადებით, ეს გუნდის საკმაოდ ამბიციური გეგმაა და ამ მიმართულებით მომდევნო 4 წელიწადი იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი. მისივე განცხადებით, პროცესი შეუქცევადია და რაიმე შემაფერხებელი მიზეზი ამ ეტაპზე არ არსებობს.

“მომდევნო 4 წელიწადი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, იმისთვის, რომ ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდეთ და მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მეწარმეებს სრულფასოვნად ადაპტირდნენ ევროკავშირის შიდა ბაზარზე.

ეს ნიშნავს, მათ შორის, მეტი ქართული პროდუქციის ექსპორტს ევროპის ბაზარზე, მეტ შემოსავალს მეწარმეებისთვის, ბაზრების დივერსიფიკაციასა და ახალ სამუშაო ადგილს.

ჩვენი მთავარი გამოწვევა კვლავ იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა - "ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

ერთმანეთთან ჰარმონიული და გუნდური მუშაობა იქნება საწინდარი ბევრი წარმატებული პროექტის, რომელიც იქნება ქვეყნისთვის სასიკეთო.

აღნიშნული პროცესი გულისხმობს ყველა იმ რეფორმას, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს ევროპულ სტანდარტებთან. ეს მოგვცემს საშუალებას ერთი მხრივ დავიცვათ მომხმარებლის უფლებები, მაგრამ ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ბიზნეს სექტორის გაძლიერებას და ხარისხის გაუმჯობესებას.

ასოცირების შეთახმების იმპლემენტაცია ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ თამამად ვთქვათ, რომ უმეტესი ვალდებულებები შევასრულეთ. ეს არის მომდევნო 4 წლის უმთავრესი შესასრულებელი სამუშაოები, რაც არის დაკავშირებული საკანონმდებლო ორგანოს მუშაობასთან. ეს არის უბრალოდ დროში გაწელილი პროცესი. ვერ ვიტყვით რომ რაიმე ხარვეზები არსებობს. კოვიდპანდემიის პირობებში რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ კერძო ბიზნეს სექტორის მოსაზრებებს”. – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g