“რა არის იცით, თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ ვიტყვი მანქანაზე უარს, უბრალოდ, მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ძალიან გაცვეთილია ჩემი მანქანა, რომელიც 2006 წლის მანქანაა. ისეთი გაცვეთილია და ისეთი დატვირთვა აქვს, რომ არ ვიცი.”- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ მისი მანქანა ძველია უჭირს გადაადგილება ახალქალაქიდან თბილისის მიმართულებით.
“ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდივარ ახალქალაქიდან იმ დანგრეულ გზებზე, რათა პატრიარქთან ერთად ვიყო წირვაზე. რაც შეეხება ტელეფონს, რომელიც მაჩუქეს, რასაც ამბავი მოჰყვა. რა ვქნა ახლა, მე ეს ტელეფონი გავყიდო და გლახაკებს დავურიგო ფული? რატომ არ გაიყიდა ეს და რატომ არ დაურიგდა ეს ფული გლახაკებს, ამაზეა საუბარი?
მე რაც შემიძლია, ყველას ვეხმარები, ვერავინ ვერ იტყვის, რომ დახმარება ვთხოვე და არ დამეხმარაო. რაც შეეხება ამ ტელეფონს, მე პირობა დავდე. მიუხედავად იმისა, რომ არავისთან პირობა არ მაქ დასადები და რამდენიმე კარგი ფილმი გადავიღე ამ ტელეფონით, ამასაც აქვს მნიშვნელობა, როგორც ამბობენ,”-აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მყავს საუკეთესო მანქანა და რომ არ მყავდეს ეპარქიაში გადაადგილებას ვერ შევძლებ – მიტროპოლიტი ნიკოლოზი