უახლეს ტექნოლოგიებს, „ჭკვიან საათებსა“ და ფიტნეს ტრეკერებს კორონავირუსის პანდემიის ეპოქაში უმნიშვნელოვანესი როლი შეუძლიათ შეასრულონ. უახლეს Apple Watch-ს აქვს უნარი, დაადგინოს მომხმარებლის ორგანიზმში მცირედი ცვლილებებიც კი, რითაც შესაძლებელია კორონავირუსის დიაგნოსტიკა ავადმყოფობამდე ერთი კვირით ადრეც კი მოხდეს.
კვლევაში,Warrior Watch, 297 ჯანდაცვის წარმომადგენელი გამოიკვლიეს. მათ ეკეთათ Apple Watch-ები, რომლებიც აღჭურვილი იყო სპეციალური აპებით და მათი გულისცემის ცვალებადობას ზომავდა.
„კვლევების შედეგები ნათელია, ვირუსის იდენტიფიცირებისათვის საუკეთესო საშუალება მართლაც ჭკვიანი საათია“, – აცხადებენ სტენფორდის უნივერსიტეტში.