პოლონეთი უკრაინასთან სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო РИА ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკრაინასთან საზღვარზე ქვეყნიდან შემსვლელთა შემოწმების პროცედურები გაამკაცრდა. არსებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შედეგად იაგოდინის სასაზღვრო გაშვებ პუნქტთან პოლონეთში წამსვლელთა რიგები წარმოიშვა. როგორც უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში აცხადებენ, პოლონური მხარე მოგზაურებს და სატრანსპორტო საშუალებებს Rapiscan-ის სკანირების სისტემით ამოწმებს.