LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საბედნიეროდ, მდგომარეობა სტაბილურია” – მალხაზ თორიამ და გიორგი შენგელიამ ზუგდიდში, ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის გოგო საავადმყოფოში მოინახულეს

150
1612014276-მალხაზ-თორია-გიორგი-შენგელია (1)

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე შენობის ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის გოგონა საავადმყოფოში მოინახულეს.

მალხაზ თორიას განცხადებით, საბედნიეროდ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება და მიმდინარეობს მონიტორინგი.

ზუგდიდში შენობა ჩამოინგრა

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახების ნაწილი ჯერ კიდევ დეკემბერში დაკმაყოფილდა ახალი საცხოვრებლით, იმ ოჯახს კი, რომლის სახლიც დღეს ჩამოინგრა, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ახალი საცხოვრებლის შეძენა სურდა.

„ჩამონგრეულ ობიექტში მცხოვრები დევნილები ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში დაკმაყოფილებული იყვნენ საცხოვრებელი ფართით. მათი ნაწილი გადასული იყო ახალ ბინაში, დარჩა ერთი ოჯახი, რომლის ბავშვიც დღეს დაშავდა და საბედნიეროდ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ოჯახს პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგელვში სახლის შეძენა სურდა. ამაზეც თანხმობა ჰქონდათ მათ, რადგან ცხოვრობდნენ ავარიულ შენობაში. სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ამ ოჯახებს არ დახმარებია, არის მცდარი. ყველა ოჯახი იყო დაკმაყოფილებული“. – განაცხადა მალხაზ თორიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები