LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგონი ბიჭია: გიორგი მახარაძისა და მარიამ ნადირაძის არჩევანმა, გოგონასთვის ნიკა დაერქმიათ, ბევრი დააბნია

12808
giorgi maxara

მსახიობ გიორგი მახარაძესა და მარიამ ნადირაძეს 27 იანვარს გოგონა შეეძინათ, რომელსაც ნიკა დაარქვეს.

წყვილს შვილის დაბადება მიულოცა გაგუას კლინიკამ, სადაც მარიამმა იმშობიარა.

„ვულოცავთ გიორგის და მარიამს ნიკას? დაბადებას ??“, – ვკითხულობთ კლინიკის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

მარიამისა და გიორგის არჩევანმა, გოგონასთვის ნიკა დაერქმიათ, ბევრი დააბნია. იფიქრეს, რომ წყვილს ბიჭი შეეძინა.

კომენტარებში, სადაც წყვილს შვილის დაბადებას ულოცავენ, ბევრი ეჭვობს, რომ შეიძლება, ახალშობილი ბიჭია.

„მგონი, ბიჭია“,

„არა, გოგოა“,

„ბევრ გოგოს ვიცნობ, ნიკა რომ ჰქვიათ“,

„მაგრამ ისინი საქართველში არ ცხოვრობენ“.

„დაბადებიდან რატომ ურთულებენ ბავშვს ცხოვრებას“?
„მე მომწონს, ორიგინალური არჩევანია“.- ვკითხულობთ კომენტარებში.

შეგახსენებთ, რომ გიორგის პირველი ქორწინებიდან მომღერალ მარიამ როინიშვილთან ერთი ქალიშვილი ჰყავს, ელენე მახარაძე. მან უკვე მოახერხა და საზოგადოებას თავი შეაყვარა. ელენე  უნიჭიერესი გოგონაა. ის კარგად მღერის და ცეკვავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g