პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებამზე ერთი დღით ადრე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, დაუჭერდა თუ არა ელისო ბოლქვაძე მხარს ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას.
„თქვენ იცით, მე რომ პიანისტი ვარ, ხომ იცით?. მუსიკოსი ხომ ვარ, „ქართული ოცნება“ იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს. ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ელისო კილაძე ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის მანდატებთან დაკავშირებით.
კითხვაზე, რატომ არ უნდა გააკეთონ უმრავლესობის დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები, ბოლქვაძე პასუხობს.
“მე მაქვს ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, რომლისთვისაც ჩამოვედი საქართველოში, „ოცნებაში“ იმიტომ მოვედი, რომ უნდა გავაკეთო ის საქმე, რაც მევალება”. – ამბობს ბოლქვაძე და აღნიშნავს, რომ ის პოლიტსაბჭოს პარტიულ შეხვედრებს არ დასწრებია და „ქართული ოცნების ოფისში კონსულტაციაზე სხვა საკითხებთან დაკავშირებით მივიდა.
წულუკიანი თუ ბოლქვაძე - ვისთვის დააბრუნეს მე-12 მინისტრის სავარძელი
"ვიღაცას უნდა მინისტრობა და ხათრს ვერ უტეხავენ" - ხუხაშვილი
“უნდა გავეცნო სიტუაციას, მე არ ვიყავი ამ პროცესში ჩართული, საერთოდ, მინდა გაიგოთ, რომ მე ვარ კულტურის წარმომადგენელი და პოლიტიკურ განცხადებებს მე ნუ მომთხოვთ… ჯერ უნდა გავეცნო სიტუაციას, შევჯერდეთ და მერე ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”- აცხადებს ბოლქვაძე.
კითხვაზე, “ოპოზიციის მანდატებთან დაკავშირებით არ ემთხვევა გიორგი გახარიას და უმრავლესობის წევრების პოზიცია?”, ქართული ოცნების დეპუტატი ისევ პასუხობს – „არა ვარ ჩახედული, მიდის მოლაპარაკებები”.
ელისო ბოლქვაძე ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. მისი განცახდება, რომ სიამოვნებით დაუკრავდა პარლამეტში, თუ როიალს შეიძენდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, განხილვის თემა გახდა.
მას ასევე მოიაზრებენ კულტურის მინისტრის ერთ-ერთ კანდიდატად.
2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება, პარლამენტმა 51 ოპოზიციონერისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს კენჭი უნდა უყაროს.
გუშინ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა „სტრატეგია აღმაშენებელმა“. გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში შევიდეს.
პარლამენტში შესაძლოა, „სტრატეგია აღმაშენებელიც” შევიდეს: ყველაფერი დღევანდელ დღეზეა დამოკიდებული
მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას მოუწოდა “დაფიქრდეს, პატივის სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს”.