სომხეთი გახდა მორიგი ქვეყანა, რომელმაც რუსული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადასტურებს რუსეთის პირდაპირი საინვესტიციო ფონდიც.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება რუსული ვაქცინა “Sputnik V”-ს დამტკიცების შესახებ, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ სომხეთში დამატებითი კვლევების ჩატარების გარეშე მიიღო და ის დამტკიცდა რუსეთში ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის მონაცემებით.
“მუდმივად იზრდება რუსეთის იმ პარტნიორი სახელმწიფოების რიცხვი, რომლებიც გამოყენებისთვის ამტკიცებენ “Sputnik V”-ს.
დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტო ამტკიცებს ვაქცინას, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, დაიწყოს მოსახლეობის აცრა , რაც ხელს შეუწყობს ქვეყნების დაახლოებას პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნამდე.” – თქვა რუსეთის პირდაპირი საინვესტიციო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კირილ დმიტრიევმა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, რუსული ვაქცინა “Sputnik V” უკვე რეგისტრირებულია 15-მდე სახელმწიფოში, მათ შორის არის, რუსეთი, ბელორუსი, უნგრეთი, სერბეთი, არგენტინა, ბოლივია, ვენესუელა და პარაგვაი.
არგენტინის პრეზიდენტი რუსული ვაქცინით აიცრა