LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთვის დამატებით 150 ათასი ვაქცინა ხდება ხელმისაწვდომი: ეკატერინე ტიკარაძე

69
ეკატერინე

საქართველოსთვის დამატებით 150 ათასი დოზა ვაქცინა გახდება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

”ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც ”ფაიზერის”, ასევე ”ასტრაზენეკას” ვაქცინის მიმართულებით. როგორც დაანონსებული გვაქვს, თებერვლის მეორე ნახევარში გვექნება ვაქცინის ის პირველი მოცულობა, რომელზეც ხელშეკრულება არის გაფორმებული. ოდენობები ეტაპობრივად დაემატება.

დღეისთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი ვაქცინა. გამომდინარე იქიდან, რომ იცით მსოფლიოს ბაზარზე რამდენად დეფიციტურია ზოგადად ვაქცინა, ხშირად ისმის კითხვები სხვადასხვა ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს პროცესი და საიმედოობა იყოს მაღალი”. – განაცხადა ტიკარაძემ.

სანამ საქართველოს ხელისუფლებას სძინავს, 81 ქვეყანაში ვაქცინაცია უკვე დაწყებულია… ვემხრობით, კომერციული ვაქცინის შემოტანას: გრიგოლ გეგელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g