„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის ყველა აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა და მოუწოდა მოსამართლეს დადაგეს ისტორიის სწორ მხარეს.
პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების და მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
ამ წუთებში, საქმის მოსამართლემ სხდომაზე 10 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.