LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: მოვუწოდებთ პარტიებს, ხელი არ შეუშალონ პოლიციას, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში

57
BeFunky-collage (20)

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში. 

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, შსს-ს წარმომადგენები ნიკა მელიას დასაკავებლად მივიდნენ

სამართალდამცავების განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინებაა გაცემული, რომელიც უნდა აღასრულონ.

“საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის – ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით,”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები