LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამრეკელის ქუჩაზე ბერი ნიკოლოზის მრევლი და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

282

თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე ხმაურია. ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი სახლის მეპატრონისგან ბერის სახლში შეშვებას ითხოვს.
როგორც ცნობილია, ბერ ნიკოლოზს ბინის მეპატრონე არ უშვებს. ის ამ სახლში დროებითი სარგებლობის უფლებით ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით მეპატრონემ მისი გაშვება გადაწყვიტა. მრევლი ამ ფაქტს ბერი ნიკოლოზის დევნად აფასებს.

ადგილზე შეკრებილების ინფორმაციით, არსებობდა შეთანხმება, რომლითაც ბერ ნიკოლოზს სახლის მესამე სართული უნდა გაერემონტებინა, სადაც ის ცხოვრობს და ერთი წელი აღნიშნულ სახლში უფასოდ უნდა ეცხოვრა, თუმცა მეპატრონემ ეს შეთანხმება დაარეღვია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რამდენჯერმე პოლიციასა და შეკრებილებს შრის სიტუაცია დაიძაბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g