საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვახტანგ გომელაურს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ, მან პარლამენტში ფრაქცია ”ქართული ოცნების” სხდომაზე ისაუბრა.
”სრული მხარდაჭერა გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას. სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს. მინდა, ამ ტრიბუნიდან გულწრფელი მადლობა გადავუხადო. მე ვიცი, რას ნიშნავს პოლიციელის მუშაობა მეგობრებო, პოლიციელი არის გმირი”.
მან ასევე აღნიშნა, რომ ”ანტისახელმწიფოებრივი კამპანია”, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მომდინარეობს, დაუშვებელია.
”ჩვენი პოლიციელები 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი შვილების და ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე. იმაზე, რომ ჩვენ მშვიდად გვეძინოს. ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც მომდინარეობს ”ნაცმოძრაობის” მხრიდან, არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი. ამიტომ, ეს ქაოსი უნდა დასრულდეს. სრული მხარდაჭერა თქვენ, ბატონო ვახტანგ! სრული მხარდაჭერა ჩვენ პოლიციას და მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის.”- განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.