სპორტული დარბაზები 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, სპორტდარბაზები განსაზღვრული რეგულაციების დაცვით გაიხსნება.
„კონფერენცია და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან. 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტდარბაზები, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.