საბერძნეთი ითხოვს, რომ თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ შეუცვლელი პირობაა დაინტერესებული თანამეგობრობისგან და მხარეებისგან წინასწარი თანხმობის მიღება, მათ შორის გაეროს შესაბამისი ორგანოებიდან, როგორიც იუნესკოა.
„წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება, ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემის ცნებას. ჩვენ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვითხოვთ, ამ ძეგლს უწინდელი სტატუსი დაუბრუნდეს“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2020 წლის ივლისში თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა, რის შემდეგაც, ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიანიჭა, სადაც 24 ივლისს პირველი მუსლიმური მსახურება ჩატარდა.