LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კოვაქსს” კარი უნდა “ავუტალახოთ”, ვაქცინაციის დაწყების თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: კულუმბეგოვი

194
BeFunky-collage (24)

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, პრემიერ-მინისტრის მიერ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას ეხმიანება და ამბობს, რომ როდესაც ყველაფერს ვხსნით, მოსახლეობა დუნდება და ახალი შტამების გავრცელების საფრთხის ქვეშ ვდგებით. 

შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა ცნობილია

შეზღუდვები შემსუბუქდება არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით.

მისივე განცხადებით, ვაქცინაციის დაწყების ვადის ყოველი გადადება ყველა სხვა ფაქტორთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის.

” კოვაქსს” კარი უნდა “ავუტალახოთ”, თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთ დღეში შეიძლება 15 ათასი ადამიანი ავცრათ, რომელსაც ვიცით რომ ვირუსი არ დაემართებათ და საავადმყოფოში მოხვედრა არ დასჭირდებათ. ამიტომ ერთ დღეში შეიძლება რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ,“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “პირველი არხის” ეთერში საუბრისას.

21 თებერვალს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვაქცინის ასეთი დაგვიანება პრობლემას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, გეგმის მიხედვით საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში უკვე თებერვლის ბოლოს უნდა ყოფილიყო.

ტერორიზმია, როცა მთელი მსოფლიო აცრას იტარებს და თქვენ კოვიდის დროს ვაქცინა არ შემოგაქვთ: თაკო ჩარკვიანი

მომდევნო კვირას გვეცოდინება, როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა: გაბუნია

mazda magti 5g