“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები დამტკიცდა.
გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 78 ხმით მიიღო.
ახალი პროექტის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული რვა ნარკოტიკული ნივთიერების მცირე, დიდი და განსაკუთებით დიდი ოდენობების განსაზღვრა და დოზების დადგენა ხდება.
საუბარია ნივთიერებებზე: ამფეტამინი; დეზომორფინი; ლიზელგინის მჟავა; ეფედრონი-მეტკათინონი; მეტამფეტამინი; მეთადონი და ჰეროინი.
კანონპროექტი მიმდინარე წლის იანვარში დარეგისტრირდა. მისი ინიციატორები არიან მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, დავით სერგეენკო ასევე დიმიტრი ხუნდაძე და ვლადიმერ კახაძე.