პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მისული ვახტანგ გომელაური ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს ისმენს. “მოქალაქეების” ლიდერმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ბადრი ესებუას შესახებ ჰკითხა.
ელისაშვილი დაინტერესდა, თუ აქვს უწყებას ინფორმაცია, დატოვა თუ არა მან საქართველოს საზღვრები.
“ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? ყველას გვაინტერესებს, სად არის, საქართველოს ტერიტორიაზეა, დატოვა ქვეყანა თუ როგორ არის ის კაცი და სად არის,”-მიმართა ალეკო ელისაშვილმა ვახტანგ გომელაურს.
შეგახენებთ, რომ პარლამენტში შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ამ წუთებში უსმენენ.
შსს “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს: ვახტანგ გომელაური