LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვრცელდება კადრები, სადაც ვახო სანაიაზე თავდასხმაა ასახული

535
Capture.JPG333333333333333333333333333333333333333333333333

ტელეკომპანია “ფორმულა” ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარი თავდასხმის კადრებს ავრცელებს. რომელიც, მათივე ინფორმაციით, ტაქსის ვიდეო-რეგისტრატორის მიერ არის გადაღებული.

ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აწვება ვახო სანაია ავტომობილს, რომელიც მოყინულ გზაზე ვერ ახერხებს ასვლას. ამ დროს მას უახლოვდებიან თავდამსხმელები, რომლებიც ჟურნალისტს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. კადრებში ასევე ჩანან ადგილზე მისული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მაშველები თავდამსხმელებს აშველებენ და ცდილობენ ისინი სანაიას განარიდონ.

როგორც თავად ვახო სანაია აცხადებს, ის გაეცნო მოწმეების დაკითხვის ოქმებს, თუმცა ხსენებული მაშველები, გამოკითხვის დროს ამბობენ, რომ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ვახო სანაიას მისამართით ადგილი არ ჰქონია.

ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს, გვიან ღამით დაესხნენ. როგორც სანაია ამბობს, მას თავს დაესხა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი.  ჟურნალისტი თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო სამი პირი დააკავა.

ამავე თემაზე:

ვახო სანაია: “მინდა ამ არარაობებს ვუთხრა, ილოცონ დღე და ღამე, რომ ეს სტრესი ნეგატიურად არ აისახოს ჩვენს შვილზე, თორემ ციხე მათთვის მონაგონი იქნება”

გარწმუნებთ, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს – ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიას თავდასხმაზე

ვახო სანაიას მეუღლე: “დაუდასტურდა ტვინის შერყევა, ახლა დამატებით კვლევებზე გადაგვამისამართეს”

“მაგას სახეზე ცემის კვალი არ ეტყობოდა და რანაირად ცემეს” – დაკავებულის მამიდა

magti 5g