LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიმედოვნებ, ყველამ მიიღო ახალი რეალობა – სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა: ვიოლა ფონ კრამონი

103
ვიოლა ფონ კრამონი

“ახლა ევროპას საქართველო სჭირდება როგორც მოთამაშე, აქტორი და არა ქვეყანა რომელიც საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მის წილ პასუხისმგებლობას გაიაზრებს,” – ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რითაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და თქვა, რომ სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა. 

“საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის და ამ რეგიონის ლიდერი სახელმწიფო. სულ ახლახან ჩვენ ვნახეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ამიტომ ახლა ჩვენ გვჭირდება საქართველო, როგორც მოთამაშე, როგორც აქტორი და არა ქვეყანა, რომელიც ძირითადად საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული.

ვიმედოვნებ, რომ ყველამ მიიღო ახალი რეალობა, რომ სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა და ახლა მართლა მაქვს იმედი, რომ მთავრობა გაიაზრებს მის პასუხისმგებლობას და იმას, რომ ბოლო ქმედებებით წითელი ხაზები გადაკვეთა,” – განაცხადა დიპლომატმა.

მისი სიტყვებით, თუ საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, მაშინ დროა შესაბამისად მოიქცეს, ამაში კი იგულისხმება ის, რომ თავის ადგილზე იდგეს კანონის უზენაესობის პრინციპი და დემოკრატიზაციის პროცესი არ ფერხდებოდეს. ოპოზიციამ კი უნდა აჩვენოს, რომ მათ აქვთ განზრახვა – მიაღწიონ წარმატებას ამ პროცესში და რომ მათ ეს სურთ.

“ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ნაწილი, ვისაც ხალხის გარეთ გამოყვანა სურდა, ეს სულაც არაა ახლა ის, რაც ქვეყანას სჭირდება, საჭირო ისაა, რომ მათი მხრიდან დაისვას კითხვა: რა არის ჩვენი დღის წესრიგი, რა გვინდა მმართველი გუნდისგან, რა არის ჩვენი პრიორიტეტი და რა იქნება ჩვენი ნაბიჯი მშვიდობისთვის და არა ბოიკოტი, ბლოკირება, ან “ახალი არჩევნები ან არაფერი” პრინციპი – ასეთი რამ მიუღებელია.

საჭირო  პარლამენტის ხელსაწყოების გამოყენება. პრემიერისგან ველი, რომ გამოიყენებს ნაკლებად პოლარიზებულ და რადიკალურ რიტორიკას. ეს მის ინტერესშია, რათა ვითარება განმუხტონ,”- განაცხადა  გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g